Belive

მაქს ფერსტაპენი 2026 წელს რედ ბულში გაატარებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს „რედ ბულში“ დარჩება, ჭორებს იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი მრბოლელი მომავალ სეზონში „მერსედესში“ გადაჯდებოდა, არ გამართლდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფერსტაპენს „რედ ბულთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული, მაქსის მომავალი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხილვის საგანი იყო - ივნისში გავრცელებული სპეკულაციების შემდეგ, რომ მას ჯორჯ რასელის (მერსედესში) შემცვლელად განიხილავდნენ.

დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ მაქს ფერსტაპენი 2026 წელს „რედ ბულში“ იასპარეზებს - განაცხადა Sport.De-სთან ჰელმუტ მარკო (რედ ბულის მრჩეველი)

მერსედესის ბოლიდები ამჟამად რასელის და ამომავალი ვარსკვლავის, კიმი ანტონელის მიერ არის დაკავებული, თუმცა მერსედესის ხელმძღვანელმა, ტოტო ვოლფმა არ უარყო, რომ ფერსტაპენის გადაბირებას განიხილავდა.

შესაძლოა, ოდესმე მაქსი მერსედესზე გადაჯდეს, თუმცა ეს მომავალ სეზონში არ მოხდება.

სხვა სტატიები