მაიკ ტაისონი რინგზე ოფიციალურად ბრუნდება
4 წლის წინ
სხვა
3 წთ
თავდაპირველი ცნობის თანახმად, რომელიც ამჟამადაც ძალაშია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე რინგზე საბრძოლველად მასზე 20 წლით უმცროს მორაგბეს - სონი ბილ უილიამსს იწვევს, რომელსაც რინგზე საკუთარი თავი 7-ჯერ ჰყავს გამოცდილი და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მაიკის გამოწვევა სონი ბილ უილიამსის მიმართ კვლავ ძალაში რჩებოდა, გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ტაისონი რინგზე მის სახელთან მკაფიოდ დაკავშირებულ მეტოქეს შეხვდება, ეს გახლავთ - ევანდერ ჰოლიფილდი, თუმცა დრომ გამოკვეთა, რომ ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საბოლოოდ, დიდი ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ ლეგენდარული მაიკის მეტოქე როი ჯონსი იქნება, რომელსაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა, თუმცა პირველ რიგში ტაისონის მონაცემებს გაგაცნობთ:
მაიკ ტაისონს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში რინგზე 58 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 50 შემთხვევაში გამარჯვებული თავად აღმოჩნდა (44 ნოკაუტი), 6-ჯერ დამარცხდა, 2-შემთხვევაში კი მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა (No contests). როგორც ზემოთმოცემულ ფოტოზე ხედავთ, ძალიან დიდი შრომის შედეგად "რკინის მაიკი" შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხვდება ბრძოლას. 28 ნოემბერს მაიკ ტაისონის მეტოქე როი ჯონსი იქნება. როი ჯონსის პროფესიონალური კარიერა 75 ორთაბრძოლას მოიცავს, რომელთაგან მოკრივემ 66 შემთხვევაში იმარჯვა. 66 მოგებული ბრძოლიდან კი ჯონსმა 47-ჯერ მოახერხა მეტოქის "დანოკაუტება". 51 წლის ამერიკელი მოკრივე მსგავსად მისი მეტოქისა, საკმაოდ ბევრს შრომობს იმისათვის, რომ ბრძოლას კარგ ფიზიკურ მზაობაში შეხვდეს.
View this post on Instagram