5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი - ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს, 9 მამაკაცი და 2 ქალი.
აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად იასპარეზებს - ლაშა ბექაური, ასევე წითელი არშიით (მსოფლიო ჩემპიონი) ტატამზე გამოვა - ლაშა შავდათუაშვილი. ასევე, უფროსებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსან - გიორგი შერაზადიშვილს.