Belive

მაიკ ტაისონი ჯეიკ პოლთან დამარცხდა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ბრძოლას, რომელსაც კრივის მოყვარულები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, შედგა. AT&T Stadium-ზე, ტექსასში გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და ცნობილი იუთუბერის, ჯეიკ პოლის დაპირისპირება იყო. თითქმის 'სამოყვარულო' წესებით ჩატარებული ბრძოლის გამარჯვებული ჯეიკ პოლი გახდა - "პრობლემური ბავშვი", რვა 2-წუთიანი რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად.

ბრძოლის შედეგი ასეთი იყო: ჯეიკ პოლის 78 დარტყმა ტაისონის 18 დარტყმის წინააღმდეგ. პოლს სულ 278 მცდელობა ჰქონდა (28 %), მაიკს კი 98 (18 %).

აშშ-ის ისტორიაში, ეს იყო ყველაზე დიდი კრივის ღონისძიება, რომელიც ლას-ვეგასის გარეთ ჩატარებულა. შემოსავალმა 17.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 'ივენთს' 70 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. 58 წლის მაიკ ტაისონს კარიერაში 50 მოგება და 6 წაგება აქვს (44 მოგება ნოკაუტით). 1987 წლიდან 1990 წლამდე ის მძიმე წონაში უდავო მსოფლიოს ჩემპიონი იყო. 2020 წლის შემდეგ, როცა რკინის მაიკმა როი ჯონს უმცროსის წინააღმდეგ იბრძოლა, ეს მისი პირველი გამოსვლა იყო რინგზე.

სხვა სტატიები