"მადრიდში ჩამოდი და ვნახოთ ვინ ვის გატყიპავს" - თოფურიამ კონორს უპასუხა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ცოცხალი ლეგენდა კონორ მაკგრეგორი ესპანეთში იმყოფება. ირლანდიელი შიშველი მუშტებით ბრძოლის ღონისძიებას ესწრება, სადაც ილია თოფურიას შესახებ ჰკითხეს. კონორს ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ უპასუხა, რომ "მატადორს" მარტივად დაამარცხებდა.
ბუნებრივია, რომ ილია მაკგრეგორის ამ სიტყვებს უპასუხოდ არ დატოვებდა.
ნეკა თითი! კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სახლში. კარგია იმის ნახვა თუ როგორც მუშაობ ჩვენთვის. მადრიდში ჩამოდი და ვნახოთ ვინ ვის გატყიპავს. თოფურიას მუშტები სადილად. - წერს ილიას საკუთარ სოციალურ ქსელში
Pinky toe! Welcome to my home. It’s great seeing you working for us! Come to Madrid and we will see who slaps who. Topuria Knuckles for dinner !!!
— Ilia Topuria (@Topuriailia) July 18, 2024
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ქამრის მოპოვების შემდეგ, ილიამ კონორთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. მიუხედავად ჩემპიონის ინიციატივისა, კონორი "მატადროთან" ბრძოლას არ დათანხმდა. იმ მომენტისთვის მაკგრეგორი ჩენდლერთან შესახვედრად ემზადებოდა. საბოლოოდ, ირლანდიელი ჩენდლერთან ჩხუბს ნეკა თითის ტრავმის გამო ჩაეხსნა.