Belive

"მადლობა 17 წლიანი ბრძოლისთვის" - ტოჩინოშინმა პრესკონფერენცია გამართა და ფანებს დაემშვიდობა

11 თვის წინ სხვა
2 წთ

სახელოვანი ქართველი სუმოისტი – ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სუმოს სამყაროს დაემშვიდობა.

ტოჩინოშინმა, რომლის ასპარეობასაც ტრავმებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრებს ოფიციალურად დაემშვიდობა.

ტოჩინოშინმა პრესკონფერენცია მის მწვრთნელთან - კასუგანო ოიაკატასთან ერთად გამართა და რთული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ისაუბრა. ლევან გორგაძის მტკიცებით, კარიერის დასრულების გადაწყვეტილებამდე ქრონიკულმა ტრავმიანობამ მიიყვანა.

ქართველი სუმოისტის მტკიცებით, მისი მწვრთნელი არ ეთანხმებოდა და ურჩევდა, რომ კიდევ ცოტა ხნით მოეთმინა, თუმცა, საბოლოოდ ორმხრივი შეთანხმების შედეგად, კარიერის დასრულების გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

View this post on Instagram

A post shared by 日本相撲協会 (@sumokyokai)

ტოჩინოშინის კარიერის დასრულებას, გულშემატკივრები გამოეხმაურნენ, რომლებმაც ქართველ სუმოისტს მადლობა გადაუხადეს.

"მაკუუჩი დივიზიონის მოგება გუშინდელი დღესავით მახსოვს. მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის".

"ძალიან მომენატრები. მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის. მოხარული ვიქნები, თუ კარიერის დასრულების შემდეგ, რომელიმე იაპონურ სატელევიზიო არხზე გიხილავ".

"არასდროს დამავიწყდება ის დრო და ემოციები, რომელიც მაშინ მივიღე, როდესაც დედაშენს გადაეხვიე. მადლობა იმ შთამბეჭდავი მომენტებისთვის, რომელიც სუმოს მიუძღვენი".

"ყოველთვის, როდესაც ვხედავ ან მესმის საქართველო - მუდამ ტოჩინოშინი მახსენდება".

"არასდროს დამავიწყდება მისი კეთილი თვალები და ღიმილი, როდესაც ავტოგრაფი გადმომცა".

შეგახსენებთ, კარიერის საუკეთესო პერიოდი ტოჩინოშინს 5 წლის წინ ჰქონდა, როდესაც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდა და ოძეკის ტიტულიც მიიღო. ტოჩინოშინისთვის განსაკუთრებით მძიმე უკანასკნელი 2 წელი გამოდგა, რა დროის განმავლობაშიც ხშირი ტრავმიანობიდან გამომდინარე, 13-დან 11 ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.

belive-ს გუნდი ლევან გორგაძეს მადლობას უხდის იმ განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მომენტებისთვის, რომელიც ტოჩინოშინმა სუმოს გულშემატკივარს აჩუქა. ტოჩინოშინს პირად ცხოვრებასა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ.

სხვა სტატიები