Belive

ლუკაშ კრპალეკი: "ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ორ წონაში მსურს..."

1 წლის წინ სხვა
1 წთ

32 წლის ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი - ლუკაშ კრპალეკი ჩვენს გაოცებას კვლავ განაგრძობს.

ლუკაშ კრპალეკმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 12 მაისს -100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ფინალში დამარცხდა, რამდენიმე დღის წინ კი ავსტრიის გრან პრიზე +100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.

გამარჯვების შემდეგ მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა.

"დიახ ალბათ გასაკვირია ყველასთვის, რომ 2 კვირის წინ მსოფლიო ჩემპიონატი -100 კგ წონით კატეგორიაში ვიჭიდავე, დღეს კი +100 კგ ში გამოვედი და ოქროს მედალი მოვიპოვე.

ამ ფაქტის მარტივი ახსნა მაქვს, მე მსურს, რომ ოლიმპიადის ლიცენზია ორივე წონაში მოვიპოვო და ოლიმპიადაზე იმ პრინციპით წავალ, თუ რომელ წონას მოვერგები და როგორ ფორმაში ვიქნები. ამიტომ ჩემი მიზანი სწორედ ორ წონაში მოსაპოვებელი ოლიმპიური ლიცენზიაა".

შეგახსენებთ, რომ ლუკაშ კრპალეკს უდიდესი მიღწევები ორ წონაში: -100 და +100 კგ წონით კატეგორიაში აქვს.

ჩეხი სპორტსმენი ორივე წონაში, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები