Belive

ლუკა სილაგაძე U17 ჭაბუკ ძალოსანებში ევროპის ჩემპიონია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

სალონიკში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (96კგ) ლუკა სილაგაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 135, 139, 143 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

სილაგაძემ აკვრაში თავი 165, 169 კილოგრამს გაართვა და კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდში მოგროვილი 312 კილოგრამით კი მორიგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ასევე გეტყვით, რომ U15 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ქობალია 3 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯაბა ტყეშელაშვილი კი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები