გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, გოდერძი ბერდელიძემ (61კგ) წარმატებით იასპარეზა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ბერდელიძემ ატაცში 123 კგ. დაძლია, რაც ბრინჯაოს მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. აკვრაში დაძლეული 146 / 151 / 153 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
14 აპრილს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიდევ 1 მედალი მოიპოვა. რამინ შამილიშვილი (55კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია