ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს.
დღეს, ქართველმა კიკბოქსიორმა, ლუკა შონიამ, -75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
შონიამ ფინალამდე ორი შეხვედრის მოგება შეძლო – მეოთხედფინალში ანდრეა ნანი მარიო (იტალია) დაამარცხა, ნახევარფინალში კი – იაკუბ პოკუშა (პოლონეთი).
ფინალში ქართველმა მებრძოლმა უკრაინელ ტიმურ ბრიკოვს მოუგო (3:0) და ჩემპიონი გახდა.
ეს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მეცხრე (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მედალია.