ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ.
კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება.
კიდევ ერთი ქართველი კიკბოქსიორი - ზურაბ ივანიაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.