ლუკ როკჰოლდი: "მერაბს უმართან შანსი არ აქვს"
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ლუკ როკჰოლდი თვლის, რომ მერაბ დვალიშვილს უმართან შანსი არ აქვს. ამერიკელის თქმით, ერთი შეხედვით ქართველთან ბრძოლა ნურმაგომედოვისთვის რთული უნდა იყოს, მაგრამ უმარი საბოლოოდ მერაბს მარტივად გაანეიტრალებს.
უმარს მერაბის დამარცხება ნებისმიერ ასპექტში შეუძლია. მას იმის უნარები აქვს, რომ მერაბი სტრაიკინგით გადაღალოს. ამის შემდეგ დვალიშვილი ბრძოლის მიწაზე გადაყვანას შეეცდება, სადაც უმარი მას გაანეიტრალებს და ზურგზე გააკრავს. უმარი ყველა პოზიციაში მერაბზე უკეთესია.
ერთი შეხედვით ეს ჩხუბი უმარისთვის რთული უნდა იყოს. თუ ყველაფერს ახლოდან შევხედავთ მივხვდებით, რომ მერაბი მოწინააღმდეგის სტრაიკინგით დაიბნევა და ფეხში შესვლებს დაიწყებს. აქ კი დიდია იმის შანსი, რომ უმარი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს. მე ამ ბრძოლის სხვაგვარად განვითარების პერსპექტივას ვერ ხვედავ. - განაცხადა რუკ როკჰოლდმა JAXXON PODCAST-ში საუბრისას
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბი 18 იანვარს არის ჩანიშნული. ვინაიდან დაპირისპირება აშშ-ში გაიმართება, მერაბის გამოსვლა თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას იქნება.