Belive

ლუის ჰამილტონი 2025 წლიდან ფერარის გუნდს შეუერთდება

9 თვის წინ სხვა
1 წთ

39 წლის ლეგენდარული ბრიტანელი მბრბოლელი - ლუის ჰამილტონი, 2024 წლის ბოლომდე "მერსედესის" ღირსებას დაიცავს, თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2025 წლიდან იგი "ფერარის" საკუთრება გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამილტონმა 2023 წელს "მერსედესთან" ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, როგორც ცნობილი ხდება, მან "მერსედესის" მესვეურებთან უკვე ისაუბრა, რომ 2024 წელი მისთვის ამ კომპანიაში ბოლო იქნება და ახალი 2025 წლიდან "ფერარის" ღირსებას დაიცავს.

ამ ყველაფერს კი ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ "ფერარის" მრბოლელი კარლოს საინსი საკუთარი გუნდით უკმაყოფილოა, კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, შესაბამისად, 2025 წლიდან "ფერარის" მრბოლელები ლუის ჰამილტონი და შარლ ლეკლერი იქნებიან.

როგორც რამდენიმე თვის წინ ჰამილტონმა მედიასთან ისაუბრა, იგი თავს როგორც მრბოლელი კვლავ იდეალურად გრძნობს, თუმცა, წარმატებაში ხელს მანქანა უშლიდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ჰამილტონი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონია, იგი 2022 წელს მე-8 მსოფლიო ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა დრამატულ ბრძოლაში მაქს ფერსტაპენთან ("რედბული") დამარცხდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ფორმულა 1-ის სეზონი მარტში, ბაჰრეინის გრან პრით აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები