ლუის ჰამილტონს კონტრაქტის გაგრძელება ფერარის აზრის გაუთვალისწინებლად შეუძლია
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის, ლუის ჰამილტონისა და ფერარის კონტრაქტში დამატებითი პუნქტია, რომელიც 'ძალაუფლებას' მრბოლელს ანიჭებს.
იტალიური გამოცემის ცნობით, ბრიტანელ პილოტს უფლება აქვს გამოიყენოს გახანგრძლივების ოფცია იმის მიუხედავად, თუ რა შედეგებს დადებს - მას შეუძლია არ გაითვალისწინოს საკუთარი გუნდის (ფერარის) პოზიცია. ლუის ჰამილტონსა და ფერარის შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდეა ძალაში, პილოტს კი ნებისმიერ სიტუაციაში, მაქსიმუმ 2027 წლის სეზონის ჩათვლით, თანამშრომლობის გაგრძელება შეეძლება - ანუ თუ ლუისი მოინდომებს, ფერარი მას გუნდიდან ვერ გაუშვებს.
ფერარისა და მის პილოტებს, ჰამილტონსა და ლეკლერს ცუდი სეზონი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტორთა დავაში 'სკუდერია ფერარი' მეორე ადგილს იკავებს, არც პილოტებსა და არც მთლიანად გუნდს, ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვთ.