ანტონელი ლეგენდების მხრებზე - იტალიელმა რბოლა ზედიზედ მეოთხედ მოიგო
F1-ში კანადის გრან პრი, ისევ 19 წლის იტალიელის, მერსედესის პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სპრინტზეც და კვალიფიკაციაზეც პირველობა არავის დაუთმო მერსედესის მეორე პილოტმა, ჯორჯ რასელმა, რბოლა მისთვის უიღბლოდ წარიმართა.
რბოლის საწყის ეტაპზე, რასელსა და ანტონელის შორის ლიდერობისთვის დაძაბული ბრძოლა გაიმართა, მათ შორის რამდენიმე საკამათო მომენტიც იყო, რადგან წყვილმა არაერთხელ გაცვალა პოზიციები. დუელი რასელისთვის გულდასაწყვეტ ვითარებაში დასრულდა - ბრიტანელს მოულოდნელი ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც, 30-ე წრეზე, იძულებული გახდა, ტრასაზე გაჩერებულიყო. პირველზე მყოფი ანტონელი კი ზურგსუკან მომავალ ფერსტაპენთან სტაბილურ ლიდერობას ინარჩუნებდა.
იტალიელი ქარავანის სათავეში უპრობლემოდ იდგა და ფინიშის ხაზი 10.7-წამიანი სხვაობით გადაკვეთა, რითაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ლუის ჰამილტონმა "ფერარის" რიგებში მეორე ადგილი დაიკავა, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ბოლო წრეებზე მაქს ფერსტაპენის „რედ ბულს“ გაუსწრო. ჰამილტონისთვის ეს იტალიური საჯინიბოს რიგებში საუკეთესო შედეგია (მესამეზე გავიდა 2026 წლის 16 მარტს, ჩინეთში).
ფერსტაპენმა მესამე ადგილი შეინარჩუნა და სეზონში პირველად მოიპოვა პოდიუმი, ხოლო შარლ ლეკლერი და ისააკ ჰაჯარი, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ.
გუნდურ ჩათვლაში პირველობას არავის უთმობეს "მერსედესი" (219 ქულა/ფერარის 147 ქულა აქვს), ხოლო პილოტებში ჩემპიონობისკენ კიმი ანტონელი მიიწევს, ის თანაგუნდელ რასელს უკვე 43 ქულით უსწრებს.
Kimi gets the Lewis lift treatment! 😮💨😅#F1 #CanadianGP pic.twitter.com/HvmzMFlDev
— Formula 1 (@F1) May 24, 2026