Belive

ლუის ჰამილტონი: "მე მუშათა კლასიდან პირველი ჩემპიონი ვარ"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა და "მერსედესის" პილოტმა, ლუის ჰამილტონმა, საკუთარი წარმატებების შესახებ ისაუბრა. ბრიტანელმა ჩემპიონმა თქვა, რომ ის არ ფიქრობს ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორებაზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო შვიდჯერ გახდა.
"არ მინდა, რომ ამ ფიქრებმა გამანადგუროს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, მაგრამ ყოველი ახალი სეზონი ნულიდან იწყება. უბრალოდ მსურს ფორმის მწვერვალზე ვიყო და მანქანა რაც შეიძლება კარგ ფორმაში მყავდეს.  რომელი მიღწევით ვამაყობ ყველაზე მეტად? მე ვარ ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონი მუშათა კლასიდან. ვამაყობ, რომ მოვახერხე მიმეცა სხვებისთვის მაგალითი. ყველას ვინც ჩემი წარმატება ნახა, შესაძლოა შთაგონება მიეცეს უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად. თუ ასე მოხდება, მაშინ ვიტყვი, რომ კარგი საქმე გამიკეთებია", - თქვა 35 წლის სპორტსმენმა.
შეგახსენებთ, რბოლაში ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ახალი სეზონი 3 ივლისს, ავსტრიის გრან პრით დაბრუნდება.

სხვა სტატიები