კარლოს საინსმა მექსიკის გრან პრი მოიგო
კარლოს საინსმა, თავის კარიერაში მე-4, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. "ფერარის" პილოტმა ეს მეხიკოში, მექსიკის გრან პრიზე გააკეთა. მას შემდეგ, რაც შარლ ლეკლერმა, გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების რბოლა მოიგო, საინსი კი მეორეზე გავიდა, ამჯერად უკვე ესპანელის დრო დადგა, თუმცა ლეკლერმა მექსიკაში მესამემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
ფერარის პილოტებს შორის "მაკლარენის" ლანდო ნორისი მოექცა, რომელმაც 63-ე წრეზე ისარგებლა შარლის შეცდომით და პირველი ფერარის უკან ადგილი აღარ დაუკარგავს.
"მერსედესის" დუეტმა - ლუის ჰამილტონმა და ჯორჯ რასელმა მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს, ხოლო F1-ის სამგზის ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი მეექვსეზე გავიდა. მომავალ ჩემპიონს სტიუარდებმა ორი 10-წამიანი ჯარიმა დააკისრეს, რადგან მე-10 წრეზე, ვერსტაპენისა და ლანდო ნორისის ბოლიდებს შორის კონტაქტი შედგა.
სეზონის ბოლომდე კიდევ 4 რბოლა დარჩა, წელს აბუ დაბის გრანპრი შეაჯამებს.
CARLOS SAINZ WINS THE MEXICO CITY GRAND PRIX!!! 🏆🇲🇽
— Formula 1 (@F1) October 27, 2024
FERRARI MAKE IT BACK-TO-BACK WINS!! #F1 #MexicoGP pic.twitter.com/YsZkarpYNe