ლევან კობიაშვილი: "მე და შოთის შინაარსობრივ ნაწილში აცდენა არ გვაქვს"
3 წლის წინ
სხვა
2 წთ
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს თემა დახურულია და არ ვაპირებ ამ პოლემიკის გაგრძელებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს არ აქვს უფლება რაიმე თქვას, მათ შორის შოთის ან აჩის, ამის პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, უნდა თქვან. უბრალოდ, ჩემი რეაქცია დაკავშირებული იყო ბულგარეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის შესახებ გაკეთებულ კომენტართან. შინაარსობრივ ნაწილში ჩვენ აცდენა არ გვაქვს, ანალოგიურად კრიტიკული ვიყავი მეც. თუმცა, არასწორად მიმაჩნია, ანტალიის შეკრების ხსენება და იმის განხილვა, სამი მცველით ითამაშებ თუ ხუთით. პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა სხვა რამეში გვაქვს, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. როცა შენ ამაზე აქცენტს აკეთებ, როგორ გამოვიდა ეს მესიჯი საზოგადოებაში? ამის შემდეგ აქცენტს ყველა მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე აკეთებს. რა იცი რომ აქამდე მცველების სხვა განლაგებით არ უვარჯიშია, იქ ხარ? იცი? იდეალურად რომ გვქონდეს ყველაფერი და მატჩებს ვიგებდეთ, მაშინ მწვრთნელი შემადგენლობას რატომ შეცვლიდა?! ახლა ისე ვარ გაბრაზებული ერთ და ორ დღეში ეს ყველაფერი არ გადამივლის. ასე ვიქნები ოქტომბრის მატჩებამდე, მაგრამ მჯერა, რომ ოქტომბერში ყველაფერი შეიცვლება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ფეხბურთელები სხედან და ნერვიულობენ და ოქტომბერში ამ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებიან", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.