Belive

ლეო მესის საინტერესო სტატისტიკა და "პასუხი პელეს"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, ფეხბურთის მეფემ, პელემ მესიზე ისაუბრა და მოულოდნელი განცხადება გააკეთა “დიეგო არმანდო მარადონა ლიონელ მესიზე ბევრად უკეთესი იყო. ეს გემოვნების საკითხია, როდესაც ვიღაცებს ერთმანეთს ადარებთ. ზოგი მარჯვენა ფეხით ურტყამს კარგად, ზოგი მარცხენათი, ზოგიც კი ორივე ფეხით.” – განაცხადა პელემ. ასევე მან თქვა, რომ ლეო მესი მხოლოდ მარცხენა ფეხით თამაშობს და მან არც თავით და არც მარჯვენა ფეხით თამაში არ იცის. გთავაზობთ ლეო მესის სტატისტიკას. "ბარსელონაში" ლეო მესიმ, პირველი 8 გოლიდან: 4 გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა, 3 მარჯვენა ფეხით, ხოლო 1 თავით. ეს სტატისტიკა კი ადასტურებს იმას, რომ არგენტინელ გენიოსს არანაირი ნაკლი არ აქვს.  

სხვა სტატიები