Belive

ლებრონმა ატლანტას ფანთან იჩხუბა, შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ლეიკერსმა" "ატლანტას" დამარცხება 107:99 მოახერხა. აღნიშნული დაპირისპირება საინტერესო იმითაც გამოდგა, რომ ერთ-ერთ მომენტში ლებრონ ჯეიმსი მეტოქე გუნდის ფანებს შეეკამათა. ინციდენტის გამო "ლეიკერსი" - "ატლანტა" რამდენიმე წუთითაც კი შეჩერდა. რაც შეეხება უშუალოდ კამათს, მე-4 მეოთხედის დროს "ატლანტას" ქალი ფანი ლებრონს სიტყვიერად დაუპირისპირდა, პასუხის გაცემა ჯეიმსმაც გადაწყვიტა, რის შემდეგაც გულშემატკივარი, თავის ქმართან ერთად, დარბაზიდან გაიყვანეს.

ქომაგი, რომელიც 36 წლის კალათბურთელს დაუპირისპირდა, ჯულიანა კარლოსია. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "გამიყვანეს ლებრონის შეურაცხყოფის გამო, მაგრამ ეს მართალი არ არის. ის თავად აუშარდა ჩემს ქმარს, მე კი ავდექი და ვუთხარი, "ნუ სცემ ხმას ჩემს ქმარს", მისი პასუხი იყო - "მოკეტე, ძუკნა", შემდეგ მე ვთქვი: "თავად მოკეტე, ძუკნა!" კომენტარი თამაშის შემდეგ ლებრონმაც გააკეთა: "საბოლოოდ, ბედნიერი ვარ, რომ ფანები დარბაზებს დაუბრუნდნენ, ეს ურთიერთობა გვენატრებოდა და ძალიან გვჭირდებოდა. "არ ვფიქრობ, რომ ისინი უნდა გაეყვანათ, რადგან შელაპარაკება მოხდა ორ ზრდასრულ მამაკაცს შორის. რაღაც მითხრა, მეც პასუხი გავეცი, შემდეგ სხვაც ჩაერთო, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელი არ იყო."

სხვა სტატიები