Belive

ლაშა შავდათუაშვილის პირველი კომენტარი მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვების შემდეგ (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -73 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, გულდასაწყვეტია, რომ დავმარცხდი, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია.  დღეს ბრძოლისთვის ძალიან მოტივირებული ვიყავი. უზომოდ ბედნიერი ვარ და მთელს საქართველოს მივულოცავ ამ წარმატებას. გულშემატკივარს, ოჯახს და ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი, რომელმაც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა", - თქვა 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა.
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ფინალური შეხვედრა ლეგენდარულ იაპონელ ჯუდოკასთან, შოჰეი ონოსთან დათმო, თუმცა გამორჩეულად ბრძოლისუნარიანი შეხვედრა ჩაატარა და როგორც მეტოქის, ისე ნეიტრალური ქომაგის პატივისცემა დაიმსახურა.  

სხვა სტატიები