Belive

ლაშა გუჯეჯიანი: "გავლილი 2 დღით იმედგაცრუებული ვარ"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე მეორე დღეა, რაც ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადის სხვადასხვა დისციპლინაში იღებენ მონაწილეობას, თუმცა ჯერჯერობით არცერთი სინჯის მედალი არ მოგვიპოვებია. როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი მოლოდინები ძიუდოისტებისგან გვაქვს. პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოსთან ახლოს იყო, თუმცა ესპანელმა ფრანცისკო გარიგოსმა აჯობა, დღეს კი 66 კგ წონით კატეგორიაში, ასპარეზობას პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი.

სიმართლე გითხრათ, ორი დღის ჯამში იმედგაცრუებული ვარ, რადგან გიორგი სარდალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არამარტო ძიუდოს, არამედ მთელი დელეგაციის წამყვანი სპორტსმენები არიან და უმედლოდ დავრჩით - ეს სპორტია და ამის მესმის.

ოპტიმიზმის საფუძველს ვიტოვებ და ვფიქრობ, რომ ის დასახული მიზანი, რასაც თავიდან დამაკმაყოფილებლად ვთვლიდით, შესრულდება. დარჩენილი ძიუდოისტების განწყობა და შესაძლებლობები მაძლევს ამის თქმის საშუალებას - განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა

შეგახსენებთ, რომ დარჩენილ დღებში, ვაჟთა შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიებში, მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი შეეცდებიან.

სხვა სტატიები