ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. წინასწარ განაცხადში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონითან, ლაშა ბექაურთან ერთად ოფტიმალური შემადგენლობა იყო დასახელებული (წონები 66-სა და 90 კგ-ში იყო გაორებული). ახლა კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე, პოდგორიცაში გასამართი ტურნირის განაცხადში ლაშა ბექაური აღარაა და მის ნაცვლად 90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილია.
ლაშა ბექაურს პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არცერთ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი მარტში თბილისში გამართული გრანდ სლემის წინასწარ სიაშიც იყო, თუმცა ტურნირს მოგვიანებით ჩაეხსნა.
საქართველოს ნაკრებმა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.