იძულებითი ჩანაცვლება | ჰეიდაროვი ევროპის ჩემპიონატს ჩაეხსნა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ცვლილება მოხდა აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში - ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კონტინენტის პირველობას ჩაეხსნა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი. 27 წლის ლეგენდარულ აზერბაიჯანელ ძიუდოისტს, რაშიდ მამადალიევი ჩაანაცვლებს.
შესაბამისად სხვა ძიუდოისტებს, რომლებიც 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, უფრო დიდი შანსი მიეცათ, რომ კონტინენტის პირველობისთვის იბრძოლონ.