ვლადიმერ ჭინჭარაული პარიზის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
ესპანეთში, გრანადაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, სადაც ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 ლიცენზია აქვს აღებული, რაც ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგია.