"კვდება თუ იკლებს" - რა რეაქცია გამოიწვია ოლივეირას წონის კლების ვიდეომ?
ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლის წინ. ჩარლზ ოლივეირას წონაში კლების ვიდეომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შიშები გააჩინა.
ილია თოფურიამ ქვე-მსუბუქი დივიზიონის ქამარი ვაკანტური დატოვა და ერთი საფეხურით ზემოთ, მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ქამარი ასევე ვაკანტურია (ისლამ მახაჩევმაც ერთი წონით ზემოთ აიწია). ახლა ბრაზილიელი ლეგენდა, ჩარლზ ოლივეირა და ილია თოფურია, UFC 317-ზე ამ ქამრისთვის იბრძოლებენ.
ცხადი იყო, რომ წონის დაფიქსირება ილიასთვის პრობლემა არ იქნებოდა (თითქმის მისი ბუნებრივი წონაა), ხოლო ოლივეირასთვის, როგორც ჩანს, 70 კგ-ში ჩატევა უდიდეს ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ვიდეო სპორტსმენმა თავად გაავრცელა, ფანებისგან კი უარყოფითი რეაქციები მიიღო.
UFC 317-ის პრესკონფერენციის დღეს, ოლივეირას წონის დაკლების ფოტოს წააწყდა ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელმაც იკითხა: რა, ეს ფოტო ახალია? თუ ასეა, ჩარლზს ეს ჯერ არ უნდა გაევრცელებინა.
ფანების კომენტარები: 'ახლა ჩარლზი უფრო მეტად ჰგავს ზომბს, ვიდრე ზომბი ზომბს'.
'ასე რატომ გამოიყურება? - კვდება თუ წონას იკლებს?'
'შეხედეთ, როგორი გაუწყლოებულია, გამორიცხულია ბრძოლის დღეს ამას გავლენა არ ჰქონდეს'.
'სასაცილოა ამ ვიდეოს გამოქვეყნება, ჩარლზს მუხტი და შემართება სჭირდება, აქ კი მის ტანჯვას ვუყურებთ'.