Belive

კრივის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონმა ტიტული დაიცვა

1 თვის წინ სხვა
2 წთ

მექსიკელი მოკრივე, კამილა სამორანო, რომელსაც 18 წელი ჯერ კიდევ არ შესრულებია, ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია და მან ეს ტიტული 26 ოქტომბერს დაიცვა.

თინეიჯერმა, ივნისში, იაპონელ მიკა ივაკავასთან გამარჯვებით WBC-ის დროებითი ქამარი მოიგო, ხოლო 15 ოქტომბერს, მისი წინამორბედის, გერმანელი ტინა რუპრეხტის პენსიაზე გასვლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

26 ოქტომბერს, მშობლიურ ერმოსილიოში, მექსიკაში, სამორანომ (13:0) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მასზე 24 წლით უფროს იაპონელთან, სანა ჰაზუკისთან შეინარჩუნა - ჰაზუკის კარიერაში 2-ჯერ მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული, თუმცა კამილას სისწრაფესთან და მოქნილობასთან ვერაფერი გააწყო.

სამორანომ, რომელმაც თავისი ოსტატობის დახვეწა 11 წლის ასაკში, მამისა და მწვრთნელის, ელეასარის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო, პროფესიონალობამდე 53/4 შედეგით მივიდა. მოყვარულის რანგში მან რამდენიმე სახელმწიფო და რეგიონალური ტიტული მოიგო, სანამ 15 წლის ასაკში პროფესიონალებში გადავიდოდა.

არის თუ არა კამილა სამორანო ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი (კაცები და ქალები ერთად)?

სამორანო ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მსოფლიო ჩემპიონია - 17 წლისა და 293 დღის ასაკში, თუმცა ის მეორე ადგილზეა საერთო ჩათვლაში უილფრედ ბენიტესის შემდეგ (პუერტორიკოელმა სუპერვარსკვლავმა ტიტული 1976 წლის მარტში, ანტონიო სერვანტესისგან გადაიბარა - ის 17 წლისა და 176 დღის იყო).

სხვა სტატიები