Belive

"კორი სენდჰეგენი მსოფლიოს გააოცებს" - დენ ჰარდი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილი მებრძოლი დენ ჰარდი თვლის, რომ კორი სენდჰეგენი მერაბს დაამარცხებს. ჰარდიმ ამასთან დაკავშირებით The Schmo-სთან ისაუბრა.

კორი პრობლემის სწრაფად გადაჭრაში საუკეთესოა. ეს უნარი კი მერაბის წინააღმდეგ გამოადგება, რადგან დვალიშვილს სწრაფ ტემპში ჩხუბი უყვარს. მას ორგანიზმში თითქოს ძრავი აქვს ჩადგმული. ეს ძრავი კი შესაძლოა ოდნავ პროგნოზირებადი გახდეს. სენდჰეგენი მოწინააღმდეგის რითმს კარგად ამჩნევს. ასე რომ, ველოდები მუხლებს და აფერქათებს. მერაბი მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ მისი მაღალი ტემპი თავადვე შეუქმნის პრობლემებს. - განაცხადა დენ ჰარდიმ

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და კორი სენდჰეგენის ჩხუბი UFC 320-ზე ჩაინიშნა. ისინი ერთმანეთს 5 ოქტომბერს გამთენიისას დაუპირისპირდებიან. სენდჰეგენის დამარცხების შემთხვევაში, მერაბი წარმატებულ ტიტულის დაცვას სამამდე გაზრდის.

სხვა სტატიები