Belive

"ილიას ბრძოლებში სისუსტეებს ვხედავ" - ჯასტინ გეიჯის მწვრთნელი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯის მწვრთნელი ამბობს, რომ ილია თოფურიას დამარცხებით ძალიან მოტვირებული არიან. ვიტმანის თქმით, "მატადორის" ბრძოლებში ხვრელები აღმოაჩინა და ამას თავის სასიკეთოდ აუცილებლად გამოიყენებენ.

ჯასტინი ყველა ბრძოლას სერიოზულად უდგება, მაგრამ მისთვის თეთრი სახლის ღონისძიების ჰედლაინერობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ისტორიის ყველაზე მაგარი ნაწილი ისაა, რომ ილიას ვეჩხუბებით. ყველა ფიქრობს, რომ ილიას დამარცხება შეუძლებელია ან ის სუპერგმირია. ის დიდებული მებრძოლია, მაგრამ ყველა ადამიანია და მის ბრძოლაში უზუსტობებს ვამჩნევ. დაუმარცხებელ ბიჭებთან გამარჯვება მიყვარს. ჩვენ მსოფლიოს გაოგნებას ვაპირებთ. - განაცხადა ტრევორ ვიტმანმა

შეგახსენებთ, რომ ილიას და გეიჯის ბრძოლა თეთრ სახლში მთავარი ჩხუბი იქნება. ეს ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები