Belive

კონფერენს ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ამ ეტაპზე 2 ნიდერლანდური და თითო-თითო ფრანგული, ინგლისური, ბერძნული, იტალიური, ჩეხური და ნორვეგიული კლუბი მოხვდა. საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ბოდო-გლიმტი" - "რომა" "ფეიენოორდი" - "სლავია პრაღა" "მარსელი" - "პაოკი" "ლესტერ სიტი" - "პსვ" მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს პირველად 7 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრების ეგიდით 14 აპრილს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 28 აპრილს, ხოლო საპასუხო 5 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ. "ლესტერ სიტი" - "პსვ-ს"და "ბოდო-გლიმტი" - "რომას" წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო და "მარსელი" - "პაოკის"  და "ფეიენოორდი" - "სლავია პრაღას" წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.

სხვა სტატიები