Belive

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია

3 წლის წინ სხვა
1 წთ
კონორ მაკგრეგორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ანაზღაურება ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ საოცნებოა. UFC-ს ვარსკვლავი არასდროს ერიდება ძვირფასი ნივთების შეძენას, რაც ნათლად გამოიხატება მისი საათების კოლექციიდან. 31 წლის სუპერვარსკვლავმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ახალი საათის ფოტო, რომელიც მართლად შთამბეჭდავია.
ეს საათი სპეციალურად მაკგრეგორისთვის დამზადდა. საათს ნიანგის კანის სამაჯური და პლატინის გარსი აქვს. ღირებულება - 80 000 ევრო ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მაკგრეგორის მთლიანი კოლექცია ერთად ღირს. ირლანდიელი სპორტსმენის ყველაზე ძვირად ღირებული საათი 105 000 ევრო დაჯდა. კონორს მუდამ უკეთია ხელზე საათი, სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს.
2
2017 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, მაკგრეგორს 27 000 ევროიანი საათი ეკეთა.
კონორის საყვარელი საათი მოდელი "Sky-Dweller" გახლავთ. მისი ფასი სხვებთან შედარებით იაფია( 33 000 ევრო ), მაგრამ ირლანდიელისთვის ის განსაკუთრებულია.
წლების განმავლობაში მაკგრეგორს არაპუნქტუალურობის იმიჯი შეექმნა, რადგან თითქმის ყოველთვის აგვიანებს სხვადასხვა პრესკონფერენციასა თუ ღონისძიებაზე. არადა ირალნდიელს ასეთი ძვირფასი საათები აქვს და ყოველთვის შეუძლია "განსაზღვროს" დრო.

სხვა სტატიები