Belive

კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნება ახლოვდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ბოლო ბრძოლაში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ, ირლანდიელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, კონორი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ისევ ისეთი ძლიერი დაბრუნდეს, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ სახელდება კონკრეტული თარიღი როდის დაბრუნდება მაკგრეგორი, მისი ბოლო ტვიტი გვაფიქრებინებს, რომ კონორის დაბრუნება ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიელი მისივე გამოქვეყნებულ ფოტოში საკმაოდ კარგად გამოიყურება. მან რინგზე გადაღებული ორი სურათი გამოაქვეყნა წარწერით „ყოველდღიური ბრძოლა შინაგანი სიმშვიდისთვის“. ამ პაუზის მიუხედავად, კონორი სკანდალებს მაინც არ ჩამოშორებია. მაკგრეგორი მსუბუქწონოსან რაფელ ფიზიევს დაუპირისპირდა. ყველაფერი ირლანდიელის დამცინავი პოსტით დაიწყო, სადაც კონორი ფიზიევის დაცვის სტილს დასცინის. ფიზიევის პასუხმაც არ დააყოვნა და მაკგრეგორი მაშინვე გამოიწვია საბრძოლველად.
"კონორ, მე გეპატიჟები Tiger Muay Thai-ზე, სადაც  შემიძლია გასწავლო, თუ როგორ უნდა დაარტყა ან დაიცვა თავი სწორად."
მაკგრეგორის პასუხი მოულოდნელად თავაზიანი აღმოჩნდა:
„გმადლობთ შემოთავაზებისთვის. როცა ტაილანდში ვიქნები, აუცილებლად მოვალ!  წარმატებებს გისურვებ მომავალ ბრძოლაში."

სხვა სტატიები