Belive

კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, UFC-ში სატიტულო ბრძოლით დაბრუნდეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ

33 წლის ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონს მალე დაუბრუნდება. მან ბოლო ბრძოლა, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, ფეხის საშინელი ტრავმით დაასრულა. უამრავი მებრძოლია, რომელსაც სურს კონორს ოქტაგონზე დაუპირისპირდეს. მათ შორის არიან ტონი ფერგიუსონი და მაიკლ ჩენდლერი. ამ უკანასკლემა მაკგრეგორი სოციალური ქსელის საშუალებით გამოიწვია.

  ყველაზე რეალური ვარიანტი ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირება ჩანს. სამხრეთ ამერიკელს მაკგრეგორთან შეხვედრა იანვარში, სამშობლოში, ბრაზილიაში სურს. Combate-თან საუბრისას მან თქვა:
 „ძალიან მინდა მაკგრეგორთან ბრძოლა ბრაზილიაში, იანვარში. ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა. ყველამ იცის, რომ ამ ბრძოლას დავთანხმდები სოლიდური ანაზღაურების შემთხვევაში.მაგრამ, თუ UFC-ს სურს, რომ  ამ ბრძოლის შემდეგ ისლამ მახაჩევთანაც ვიბრძოლო, ჯობია ჩემს ანგარიშზე ბევრი ფული ჩარიცხონ. ჩემთვის ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მე  პროფესიონალი ვარ, მე  ჩემპიონი ვარ."
ოლივეირა თერთმეტი ბრძოლაა, რაც დაუმარცხებელია. ამ პერიოდში მან ისეთ მეტოქეებს მოუგო, როგორებიც არიან ჩენდლერი, პორიე და გეიჯი. რაც შეეხება მაკგრეგორს, მას UFC-ში გამარჯვება  2020 წლის იანვრის შემდეგ არ უზეიმია. მან ბოლო ბრძოლა გამარჯვებით სერონის წინააღმდეგ დაასრულა. ირლანდიელი მებრძოლის ყოფილ მოწინააღმდეგეს, ჩელ სონენს, ძალიან მოსწონს ოლივეირასა და მაკგრეგორის დაპირისპირების იდეა.
"ჩარლზ ოლივეირა-კონორ მაკგრეგორი  მომხიბლავი მატჩი ჩანს,თუმცა, ეს ძალიან იხერხული ბრძოლა იქნება ოლივეირასთვის. კონორის მსგავსი თავდამსხმელი UFC-ის ისტორიაში რთული მოსაძებნია. ბრაზილიელი ძალიან დინამიური თავდამსხმელია, რომელმაც რამდენიმე ბრძოლაში აჩვენა, რომ  ჭიდაობა კარგად შეუძლია. „ახლა გიჩნდება კითხვა, არის თუ არა ოლივეირა მართლაც მაღალი დონის მებრძოლი? არის ის საკმარისად მაღალი დონის კონორისთვის? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. "- განაცხადა ჩელ სონენმა.

სხვა სტატიები