Belive

კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაში ბრალდებულად ცნეს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ირლანდიის სამოქალაქო სასამართლომ გაასამართლა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დადგინდა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს სასტუმრო Beacon-ის სხვენში მაკგრეგორს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა სტილისტ ქალთან. განხილვის შემდეგ, მებრძოლს პატიმრობა არ შეეფერდა, თუმცა ნიკიტა ჰენდისთვის 248 000 ევროს ანაზღაურება მოუწევს. გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, კონორმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებს.

მოსამართლის მითითება და მოკრძალებული კომპენსაცია იყო თავდასხმისთვის და არა დამამძიმებელი ზიანისთვის.

იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ მოისმინეს ყველა ის მტკიცებულება, რაც პროკურატურამ განიხილა. ახლა ოჯახთან ერთად ვარ, ჩემს მომავალზე ორიენტირებული. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. - წერს მაკგრეგორი X-ზე

მოსარჩელის ადვოკატმა, ჯონ გორდონმა თქვა, რომ დაზარალებული ანტიდეპრესანტებს იღებდა და თავდასხმის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ქალს ხელებზე და მაჯებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

დაზარალებულმა განმარტა, რომ ის მაკგრეგორთან ერთად ალკოჰოლს სვამდა, შემდეგ კი კონორმა ის საწოლზე მიამაგრა, გააუპატიურა და სასტიკად სცემა.

სხვა სტატიები