Belive

ეგუტიძე ოლიმპიადის მიღმა დარჩა - პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადისთვის

4 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ესპანეთისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი, პორტუგალიის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი - ანრი ეგუტიძე, სალიცენზიო რეიტინგში ვერ მოხვდა და პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შემადგენლობა

კაცები:

81 კგ - ჟოან ფერნანდო

100 კგ - ჟორჟ ფონსეკა

ქალები:

48 კგ - კატარინა კოსტა

63 კგ - ბარბარა ტიმო

-70 კგ - ტაიშ პინა

78 კგ - პატრისია სამპაიო

+78 კგ - როშელ ნუნიესი

სხვა სტატიები