Belive

კონორ მაკგრეგორი 2024 წელს არ იბრძოლებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს გულშემატკივრებს სანუკვარი დაბრუნებისთვის კიდევ მოუწევთ ლოდინი. დანა უაითის განცხადებით, კონორ მაკგრეგორი 2024 წელს არ იბრძოლებს.

ჩვენ ვისაუბრეთ და მას ბრძოლა სურს. გავარკვევთ როდის, თუმცა, წელს ეს არ მოხდება. - განაცხადა UFC-ს პრეზიდენტმა

საინტერესოა, რომ კონორმა საკუთარ X-ის გვერდზე სულ სხვა რამ დაწერა. როგორც ყოფილი ჩემპიონი ამბობს, მას 2025 წლამდე მოცდა არ სურს და დეკემბერში ბრძოლა აწყობს.

დეკემბერი კარგი თარიღია. მომავალი თვიდან ძველ სიმაღლეზე დასაბრუნებლად მზადებას ვიწყებ. დეკემბერი! უთხარით დანას და UFC-ს, რომ დეკემბერი გვინდა! ჩვენ ვიმსახურებთ დეკემბერს! - წერს მაკგრეგორი

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.

სხვა სტატიები