"შენ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი და ჩვენი სპორტის ლეგენდა გახდი" - ხორხე კლიმენტი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
26 ოქტომბერს ილია თოფურიამ კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა. UFC 308-ზე "მატადორმა" ლეგენდარული მებრძოლი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. არა მარტო დაამარცხა, არამედ ილიამ შეძლო და გააკეთა ის რაც ვერც დასტინ პორიემ, ვერც ალექს ვოლკანოვსკიმ და ვერც კონორ მაკგრეგორმა მოახერხა. ქართველმა მებრძოლმა "დალოცვილი" ნოკაუტში გაგზავნა. მხოლოდ ეს წინადადება არის იმისთვის საკმარისი, რომ თოფურიას გამარჯვების დიდებულება აღიქვათ.
სწორედ ამ გამარჯვებას გამოეხმაურა თოფურიას მთავარი მწვრთნელი ხორხე კლიმენტი, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
იმის გაანალიზებისას თუ რად იქეცი და იმის გახსენება თუ რამხელა გზა გამოვიარეთ ერთად, უამრავ ემოციას მგვრის და სიამაყით მავსებს. შენ ძალისხმევის, თავგანწირვის, დისციპლინის, სიყვარულის, თავდადების, შენი ოჯახისა და გუნდის უამრავი ქმედების შედეგი ხარ. შენ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი, ჩვენი სპორტის ლეგენდა გახდი და ეს როგორც მწვრთნელს მავსებს. მიყვარხარ და შენი მადლობელი ვარ. - წერს ხორხე კლიმენტი საკუთარ Instagram გვერდზე