Belive

კიეზას აზრით, UFC 317-ზე თოფურია ან დვალიშვილი უნდა ვიხილოთ

3 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC 317-ზე შესაძლოა არაერთი დიდი ბრძოლა ჩაინიშნოს. ყოფილი ქვესაშუალოწონოსანი და ახლა უკვე ანალიტიკოსი მაიკლ კიეზა შესაძლო ჩხუბებს განიხილავს. კიეზა თვლის, რომ ამ ღონისძიებაზე შონ ო'მალი-მერაბის რემატჩი ან ილია-ისლამის ბრძოლა ვიხილოთ.

რემატჩი მერაბსა და ო'მალის შორის ჩემს სიაში ყველაზე ლოგიკური ბრძოლაა. როცა International Fight Week-სთვის საინტერესო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ამ ჩხუბის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

International Fight Week-ზე ყველა ჩხუბი სანახაობრივი უნდა იყოს და ილია-ისლამის ბრძოლა სწორედ ასეთია. ჩემი აზრით, ამ წონაში ჩემპიონობის პირველი პრეტენდენტი ცარუკიანია. თუმცა, საერთაშორისო ქარდისთვის ილიასა და ისლამის ჩხუბის ჩანიშვნა იდეალური იქნება. - განაცხადა მაიკლ კიეზამ

აღსანიშნავია, რომ კიეზა მერაბისთვის და ილიასთვის სხვა მეტოქეებსაც განიხილავს. დვალიშვილის შემთხვევაში ეს პანტოჟაა, ხოლო თოფურიასთვის კონორ მაკგრეგორი.

მსმენია, რომ მერაბს 56 კილოგრამის გაკეთება შეუძლია. მასთან ბრძოლა პანტოჟას სჭირდება. ჩემთვის სუპერმსუბუქი და უმსუბუქესი წონა ყველაზე ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული დივიზიონია. ეს მერაბს აძლევს საშუალებას, რომ ორ ტიტულს დაეუფლოს.

წარმოიდგინეთ რამხელა სუპერვარსკვლავი გახდება ილია თუ კონორის წინააღმდეგ იბრძოლებს და მას დაამარცხებს. აშშ-ში ხალხი ვერ აანალიზებს თუ რამხელა ფიგურაა ილია. თუმცა, ესპანეთში და საქართველოში მას მთელი ქვეყანა იცნობს. ევროპაში ნამდვილი სუპერვარსკვლავია. არ ვიცი კონორს ოქტაგონზე კიდევ თუ ვიხილავთ, მაგრამ მისი და ილიას ჩხუბის იდეა ძალიან მომწონს. - ამბობს მაიკლ კიეზა

სხვა სტატიები