კიბერ სპორტი | Counter-Strike 2-ის საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს
21 მაისს, კიბერ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი აიღებს სტარტს, რომელშიც Counter-Strike 2-ის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მთლიანობაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 4 სხვადასხვა სათამაშო კატეგორიაში, 41 ქვეყანა 600-ზე მეტი მოთამაშით იქნება წარმოდგენილი.
Counter-Strike 2-ის საქართველოს ნაკრები 7 წევრისგან შედგება და სრულად Millennium-ის გუნდისგანაა დაკომპლექტებული. ჩვენი ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფში შეეცდება წარმატების მიღწევას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას. საქართველო გამოსვლას 22 მაისს დაიწყებს და E-ჯგუფში: პოლონეთის, ისრაელის, მონტენეგროსა და ლიეტუვას წინააღმდეგ ითამაშებს.
Counter-Strike 2-ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
გიორგი "Chujoi" კოშაძე - Anchor
ნიკოლოზ "Space" ბურნაძე - AWP
ნიკა "Niqzora" შანავა - Support
ლუკა "Moiss" მოისწრაფიშვილი - Entry Fragger
გიორგი "Kpn" კაპანაძე - InGame Leader
გიორგი "Schwarz" გახოკიძე - Entry Fragger
ლაშა "Gomora" ჭანტურიძე - Rifler
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, Counter-Strike 2-ის საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოტივირებულია და აღნიშნავს, რომ გუნდი წარმატების მისაღწევად საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა.
საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ამ ტურნირისთვის დიდხანს ვემზადებოდით და ვფიქრობ, იმ დონეზე ვართ მომზადებული, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა შეგვიძლია. ჩვენი ყველას მოლოდინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთია - ტურნირის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ბევრი ძლიერი ნაკრები იღებს მონაწილეობას, თუმცა ალბათ პოლონეთისა და ლიეტუვის ნაკრებებს გამოვარჩევდი.
- გიორგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 21 მაისს დაიწყება, საქართველო კი ტურნირში 22 მაისიდან ჩაერთვება.
საქართველოს ნაკრების განრიგი
22 მაისი| 22:45 Vs. პოლონეთი
23 მაისი | 22:45 Vs. ლიეტუვა
24 მაისი | 16:30 Vs. ისრაელი
24 მაისი | 20:15 Vs. მონტენეგრო