Belive

კიბერ სპორტი | Millenium საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

10 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოში კიბერ სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, Millenium-ი, CS2-ის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება, რომელიც შვედეთში 13-16 ივნისს გაიმართება.

იონკოპინგი Counter Strike 2-ის მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ Glitched Masters-ში მონაწილეობის უფლება მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ გუნდს ჰქონდა, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, ძირითადი ფოკუსი ევროპის რეგიონზე და ევროპულ გუნდებზეა გამახვილებული.

Millenium-ი შვედეთში 12 ივნისს გაემგზავრება და 13 ივნისიდან ტურნირში ჩაერთვება, რომელიც 5x5-ზე ფორმატით, Lan-ში გაიმართება. Millenium-ი C-ჯგუფში aaliance-სა და Xapam-ის წინააღმდეგ ითამაშებს და ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

Millenium-ის განაცხადი

გიორგი "Chujoi" კოშაძე - Anchor

ნიკოლოზ "Space" ბურნაძე - AWP

ნიკა "Niqzora" შანავა - Support

ლუკა "Moiss" მოისწრაფიშვილი - Entry Fragger

გიორგი "Kpn" კაპანაძე - InGame Leader

მწვრთნელი:

Klesti “Stikle” Kola

Millenium-ის მატჩების განრიგი

13 ივნისი | 15:30 - Alliance Vs. Millennium

13 ივნისი | 16:30 - Xapam Vs. Millennium