Belive

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს აღიარება ქართული ფეხბურთის მომავალმა ოთხი შეხვედრის ჯამში ნაჩვენები საშუალო სტატისტიკური კოეფიციენტის შეჯამებით დაიმსახურა, რამაც საბოლოო ჯამში 8.20 ქულა შეადგინა, ეს კი ოთხივე დივიზიონის ყველა ნაკრების ფეხბურთელებს შორის უმაღლესი შედეგია. "ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად "დინამო ბათუმის" შემადგენლობაში ირიცხება, ისეთ ფეხბურთელებს გაასწრო, როგორებიც ჰაკან ჩალჰანოღლუ, მემფის დეპაი და აარონ რემსი არიან. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა.

სხვა სტატიები