ხვალ, ოლიმპიადაზე ძალოსანთა ნაკრების ორი წევრი იასპარეზებს
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ხვალ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა ნაკრების ორი წევრი იასპარეზებს.
ოლიმპიურ ფიცარნაგზე ჯერ ირაკლი ჩხეიძეს (102 კგ.) ვიხილავთ. ძალოსანი თბილისის დროით 13:30 საათზე იასპარეზებს.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე (+102კგ.) კი პარიზულ ოლიმპიურ ფიცარნაგზე მესამე ოქროს მედლისთვის 22:30 საათიდან იბრძოლებს.