Belive

ხორხე მასვიდალი: "მერაბი რაღაც განსხვავებულით დაიბადა"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ცნობილმა UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმა მის პოდკასტზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. როგანის სტუმარი ხორხე მასვიდალი იყო, რომელიც მისი მასპინძლის მსგავსად ვერ მალავდა აღფრთოვანებას.

ჯო როგანი: მერაბი დიდი ზვიგენების დივიზიონში პიოტრ იანის, შონ ო'მალის და ალჯამაინ სტერლინგის გვერდით იბრძვის. ის რაც მან პიოტ რიანს დამართა წარმოუდგენელი იყო. ის უბრალოდ არ იღლება.

ხორხე მასვიდალი: მე პიოტრის დიდი გულშემატკივარი ვარ. ერთ-ერთ შეკრების დროს მას დარბაზში შევხვდი და ერთად 8 თვე ვივარჯიშეთ. ამ დროის განმავლობაში მე მისი სამუშაო ეთიკა, სისასტიკე და სიძლიერე ვნახე. შემდეგ კი, ყველამ კარგად ვნახეთ რა დამართა მას მერაბმა. ის რაღაც განსხავებულით დაიბადა. მას 48 რვა თეიქდაუნის მცდელობა ჰქონდა. ის მთლი ბრძოლის განმავლობაში ურტყავს მის მოწინააღმდეგეებს და ამით იღლება, თუმცა, ოპონენტები ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან.

ჯო როგანი: ისიც უნდა ითქვას, რომ მას გააჩნია ემიგრანტის მენტელიტეტი. ასეთ რამ მართლაც არსებობს. როდესაც მერაბი აქ ჩამოვიდა მშენებლობაზე მუშაობდა და კედლებს ფეხის დარტყმით ანგრევდა. სრულ განაკვეთზე მუშაობდა და მაინც მაღალ დონეზე იბრძოდა.

ხორხე მასვიდალი: სეხუდო მერაბის წინააღმდეგ! საუკეთესო მოჭიდავე მერაბის წინააღმდეგ. სეხუდოს არაჩვეულებრივი უნარები აქვს.

როგორც უკვე ვიცით, მერაბ დვალიშვილმა მის ბოლო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და UFC-ში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით მერაბმა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და საჩემპიონო ბრძოლას უფრო მიუახლოვდა.

სხვა სტატიები