უმარ ნურმაგომედოვი: "მერაბს ეშინია"
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ, დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება. თავად მერაბი თვლის, რომ კავკასიელი მებრძოლი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს. უმარი კი ამბობს, რომ მერაბი მას თავს არიდებს, რადგან ის ერთადერთია ვისაც მისი თეიქდაუნების დაცვა შეუძლია.
ისე ჩანს თითქოს თავს მარიდებს. მერაბს ეშინია ისეთ მეტოქესთან შეხვედრა, რომელსაც თეიქდაუნების დაცვა და მისი გეგმების ჩაშლა შეუძლია. ეს არის ბრძოლა რომელიც უნდა შედგეს. მინდა რამადანამდე ვიჩხუბო და იდეალურ შემთხვევაში მეტოქე მერაბი იქნება. თუ ჩემს წინააღმდეგ არ გამოვა, სხვას მოვძებნი. უბრალოდ მინდა აქტიურად დავრჩე და ბრძოლა განვაგრძო. - განაცხადა უმარმა
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქ დივიზიონში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უმარ ნურმაგომედოვი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არავის დაუმარცხებია. დაღესტნელი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 წაგებაა.