ხორხე კლიმენტი: "ახალმა გარემოცვამ ილიას ბრძოლის ჟინი წაართვა"
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას ყოფილმა მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას ახალი გარემოცვის წევრები, მებრძოლზე უარყოფითად მოქმედებენ.
ვფიქრობ, მან გარკვეული შიმშილი დაკარგა იმით, რომ გარშემო ახალი ხალხი შემოიკრიბა, რომლებიც მას მხოლოდ ერთი წელია იცნობენ.
მათ ის კომფორტისა და დიდების სამყაროში მოაქციეს, რომელიც, ჩემი აზრით, მათ უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე თავად ის. მათ მას შიმშილი წაართვეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ილია ისევ დაიბრუნებს ამ განცდას. თუ მას ნამდვილად აქვს შიმშილი, თავიდან უნდა აღმოაჩინოს ის აურა, რომელიც ოდესღაც გვქონდა. ეს მასზეა დამოკიდებული. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა
“They took away his hunger”: Ilia Topuria’s former coach Jorge Climent believes Ilia lost some of his hunger after surrounding himself with new people, suggesting they became more interested in the fame and comfort surrounding him than in keeping him focused on his goals.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 26, 2026
“I… pic.twitter.com/Zx0Lo2t56f
ძმები კლიმენტები, თოფურიების მწვრთნელები, 2025 წლის შემდეგ აღარ არიან. ამის მიზეზი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გახდა. მადრიდში გადასვლის შემდეგ, თოფურიას ალიკანტეში სავარჯიშოდ ჩასვლა აღარ შეეძლო. კლიმენტებმა კი საკუთარ დარბაზში საქმიანობა და სხვა მებრძოლების მომზადება ალიკანტეში გააგრძელეს.