Belive

ხელბურთი | საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი მოგება აშორებს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

8 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ხელბურთის ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ტიტე კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველო საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები მე-3 ჯგუფშია წარმოდგენილი, სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია:

ნაკრები

შეხვედრა

ქულა

ისლანდია

4

8

საქართველო

4

4

ბოსნია და ჰერცეგოვინა

4

2

საბერძნეთი

4

2

საბერძნეთის დამარცხების შედეგად, ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებენ. წარუმატებლობის შემთხვევაში, ტიტე კალანდაძის გუნდი მე-3 ადგილიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებს, თუმცა ცხადია, გუნდი ხვალინდელ გამარჯვებაზეა ორიენტირებული.

ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. ტურნირზე მონაწილე გუნდებს პირველ და მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დააკომპლექტებენ. ამ 20 გუნდს ტურნირის სკანდინავიელი მასპინძლები - დანია, შვედეთი და ნორვეგია დაემატებიან. 24-ე გუნდი კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი - საფრანგეთი იქნება.

საბერძნეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ისლანდიაში გაემგზავრება, სადაც შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. შეხვედრა 11 მაისს, 20:00-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები