Belive

ხაბიბი: "ისლამი ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩარლზს მარტივად დაამარცხებს"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევი ჩარლზ ოლივეირას მარტივად გაუმკლავდება.

მოულოდნელი არ არის, რომ ისლამის კუთხეში მისი მენტორი და ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვი იქნება. ყოფილმა მებრძოლმა მას ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ ოლივეირამ ბოლო ბრძოლებში ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი არიან, ხაბიბი მაინც თვლის, რომ მახაჩევი მარტივად გაიმარჯვებს. გარდა ამისა, "არწივმა" დაამატა, რომ მისი ბიძაშვილი უფრო შემდგარი და ჩამოყალიბებული მებრძოლია, ვიდრე ბრაზილიელი.

"ვფიქრობ, ისლამი უფრო გამოცდილია, ვიდრე ოლივეირა. გარდა ამისა, ის თავისი კარიერის მწვერვალზეა. ის 23, 26 ან 27 წლის არ არის - 30 წლისაა და ჩხუბიდან ერთი კვირის შემდეგ, 31-ის გახდება. საუკეთესო პერიოდია ნებისმიერი სპორტსმენისთვის. ეს ის დროა, როდესაც თქვენი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა საუკეთესო კონდიციაშია. ხშირად არის შემთხვევები, როცა სპორტსმენები ფსიქიკურად მდგრადები არიან, მაგრამ მათი ფიზიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ვფიქრობ, მთლიანობაში ისლამი უკეთესია ვიდრე მისი მეტოქე. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პოტენციური საფრთხეები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, სადაც ისლამი ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩარლზს მარტივად დაამარცხებს."

UFC 280-ის მთავარ ღონისძიებაზე, 22 ოქტომბერს, აბუ დაბიში ერთმანეთს ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევი დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი, მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლება.

სხვა სტატიები