Belive

ხაბიბი დრონმა შეაწუხა და მუშტიც უთავაზა | VIDEO 

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ხაბიბი მარტო ვარჯიშობს ცარიელ დარბაზში. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ყველაფრის გადაღება გადაწყვიტა, რამაც ხაბიბს, ცოტა არ იყოს, ნერვები მოუშალა და "არწივმა" მაშინვე ძლიერი მარჯვენა პირდაპირი გაუშვა დრონისკენ.

ხაბიბ ნურმაგომედოვი უდავოდ არის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. "არწივმა" დაუჯერებელი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, რომელიც 29 ბრძოლას მოიცავდა. მის ოპონენტთა სიაშია ისეთი სახლოვანი მებრძოლები იყვნენ, როგორებიც არიან დასტინ პორიე, ედსონ ბარბოსა, კონორ მაკგრეგორი და ა.შ.

ის წლების განმავლობაში მსუბუქი წონის უძლიერესი მებრძოლი იყო. მისმა კარიერის დასრულებამ ყველა შოკში ჩააგდო. ხაბიბმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას პირობა მისცა, რომ ოქტაგონზე აღარასდროს იბრძოლებდა და კავკასიელი მის პირობას პირნათლად ასრულებს.

kh

სხვა სტატიები