Belive

კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, კანოე-კაიაკში, პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება მიმდინარეობს, რომელზეც ქართველმა სპორტსემენებმა, ალექსანდრე წივწივაძემ და მანანა პეტრიაშვილმა, შესაბამისად, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კანოეში, 23-წლამდელებს შორის, ალექსანდრე წივწივაძემ 1000 მეტრი 04:36,640 წამში დაფარა და ჩემპიონობა იზეიმა, 18-წლამდელებს შორის კი, ვიცე-ჩემპიონი მანანა პეტრიაშვილი გახდა, მან 1000-მეტრიანი დისტანცია 05:19,740 წამში დაფარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრე წივწივაძემ და ნიკოლოზ როყვამ, 2-ადგილიან კანოეში, 1000 მეტრ დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავეს.

ტურნირში 20 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

წყარო: საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები