კანადელი წყალში მხტომელის საბედისწერო შეცდომა ოლიმპიადაზე
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. პამელა ვეირი 28 წლის კანადელი წყალში მხტომელია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა. სპორტული მედიის ყურადღება მან არა წარმატებით, არამედ წარუმატებლობითა და საბედისწერო შეცდომით დაიმსახურა. ვეირმა საკუთარი გამოსვლის დროს მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ის ოლიმპიადის მიღმა დარჩა.
#ULTIMAHORA OTRO CERO en CLAVADOS Ahora fue la canadiense PAMELA WARE quien perdió la concentración y no pudo lanzar su clavado. Ayer fue la mexicana Arantxa Chávez @ArantxaChvezM1 Ambas quedaron fuera de la competencia. Acá los dos fallos muy parecidos… pic.twitter.com/17dwJBURJM — ú (@davosv2004) July 31, 2021
"ეს შეცდომა ძალიან განვიცადე და ახლაც განვიცდი. ის რის გამოც წლები ვემზადებოდი ერთი შეცდომით დასრულდა" "თუ რამეს შეიძლება რომ მომხდარი მივაწერო, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი და დაძაბულობა" "მე არ ვნებდები, წარმატებისათვის ბრძოლას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი არ მიმატოვებს და კვლავ გვერდით დამიდგება", - აცხადებს 28 წლის კანადელი.